Friday, December 25, 2009

მზრუნველობას მოკლებული ბავშვები.

1. პროექტის სახელი: მზრუნველობას მოკლებული ბავშვები.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ეს პროექტი მიზნად ისახავს, დავეხმაროთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს ამოვუდგეთ მხარში სულიერად, ფიზიკურად და ეკონომიურად.
3.პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება თემაზე:მზრუნველობას მოკლებული ბავშვები.იგი უხსნის მათ,თუ როგორ და რა პირობებში ცხოვრობენ ისინი,როგორ მოხვდნენ თავშესაფარში. რა პრობლემების და საფრთხის წინაშე იდგნენ რა სირთულეები ელოდებოდათ ცხოვრებაში. მოუთხრობს რამდენიმე შემთხვევას მათი ცხოვრებიდან და იქვე უჩვენებს ვიდეო-კლიპს ამ ბავშვების შესახებ.
4.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წლის
5.ვადები\ხანგრძლივობა: 3 კვირა
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:შემდეგ მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას, თუ რით შეიძლება დაეხმარნონ ბავშვებს და განმარტონ ამ პროექტში მონაწილეობის მიღება რაში დაეხმარებათ მათ და დანარჩენ მონაწილეებს. ამისთვის მოსწავლეებს ეძლევათ ორი დღე რათა ჩამოყალიბდნენ და დასახონ ამოცანები და გაინაწილონ ფუნქციები.ირჩევენ ინფორმაციის წყაროებს და ანგარიშს აბარებენ მასწავლებელს.
7.მოსალოდნლელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
I.ჯგუფი:
მიზნად ისახავს, ამოირჩიონ კონკრეტულად რომელიმე უპატრონო ბავშვთა სახლი და მოიძიონ ინფორმაცია მის შესახებ,თუ რა პრობლემები აქვთ და რა სახის დახმარებას საჭიროებს ის.
II.ჯგუფი:
მიზნად ისახავს თავიანთ და მიმდებარე სკოლებში შეხვდნენ თითოეულ მოსწავლეს და გააცნონ აღნიშნული პრობლემა,რათა ყველამ მიზერული წვლილი შეიტანონ ამ საქმეში.(შემოწირულობის სახით).
III.ჯგუფი:მიზნად ისახავს იმ ბავშვების შემოქმედებიტ განვითარებას და უკავშირდებიან,გამოჩენილ ადამიანებს:(მწერლებს,პოეტებს,მსახიობებს,მომღერლებს და სხვ.)რათა პატარა კონცერტით გაახალისონ ისინი.
IV.ჯგუფი:მიზნად ისახავს, კონკრეტულ კომპანიებში მისვლას სიტუაციის გაცნობას და სთხოვს სპონსორობას თავიანთი პროდუქციიდან გამომდინარე.
ამის შემდეგ მოსწავლეები ყველაფერს აჯამებენ მასწავლებელთან და იწყებენ დასახული მიზნის განხორციელებას.
8.სარგებელი სხვებისთვის:ისინი გაიგებენ ინფორმაციას აღნიშნული თემის შესახებ და გააკეთებენ მადლს ღვთის წინაშე.
9.სამუშაო ენა:ქართული ენა.
10.სამუშაო ენა:ქართული ენა
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა -სამოქალაქო სამართალი.
12.პროექტის ფასილიტატორი:
13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: